LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„30 წელია ეს კონფლიქტი აფხაზ ახალგაზრდობას სიბნელეში ტოვებს – მათ ბავშვობიდან ეუბნებიან, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერია“ – აფხაზი ბლოგერი ევროპარლამენტში

343
დაურ ბუავა

„30 წელია, ეს კონფლიქტი აფხაზ მოსახლეობას, აფხაზ ახალგაზრდობას სიბნელეში ტოვებს. მწირი ინფორმაციაა. მათ ბავშვობიდან ეუბნებიან, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერია“, – ამის შესახებ აფხაზმა ბლოგერმა, ახალგაზრდული მოძრაობა „ამრას“ წარმომადგენელმა დაურ ბუავამ ევროპარლამენტში განაცხადა.

პანელურ დისკუსიაზე, „მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ ბუავა საზოგადოებას აფხაზურ ენაზე მიესალმა და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა:

„მე თავად ვარ აფხაზი, აფხაზეთიდან და ორი წელია, რაც თბილისში ვცხოვრობ. ბევრი რამ ვნახე, ბევრი რამ გავიგე.

ვიდეო: „გამარჯობა! მე ვარ აფხაზი, თუ თვლი რომ ჩვენ ძმები ვართ, ჩამეხუტე” – აფხაზი ბლოგერის სოციალური ექსპერიმენტი რუსთაველის გამზირზე

მე მესმის, რომ დღეს ქართული მხარე მართლაც უწვდის დახმარების ხელს აფხაზ მოსახლეობას. აფხაზური ენაც კი წერია საქართველოს კონსტიტუციაში – ის ქართული ენის თანასწორია.

მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობა კარგად არ არის ინფორმირებული. ისინი მხოლოდ იმას ამბობენ, რაც უნდა იცოდნენ… და ამას აკეთებს მესამე მხარე, რომელმაც, პრინციპში, კონფლიქტის პროვოცირება მოახდინა 30 წლის წინ – ეს იყო რუსეთი“, – განაცხადა ბუავამ.

ბლოგერი მიუღებლად მიიჩნევს, რომ ქართველები და აფხაზები – ორი ხალხი, რომლებიც „საუკუნეების მანძილზე მხარდამხარ ცხოვრობდნენ, ქმნიდნენ საერთო ისტორიას“, 21-ე საუკუნეში გაყოფილნი არიან.

აფხაზეთმა ბლოგერმა, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება „სახელმწიფოს ღალატში“ სდებს ბრალს, საქართველოს მოქალაქეობა მიიღო

როგორც ბლოგერი, დაურ ბუავა გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, საქართველოს მოქალაქე გამარტივებული წესით გახდა.

ბუავა ბრიუსელში თბილისში არსებულ სოხუმის უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ ბლოგერი ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში საცხოვრებლად 2021 წელს გადავიდა.

2022 წლის ზაფხულში აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

ვიდეო: „ძალიან ემოციური იყო, ისეთი სითბო ვიგრძენი” – ვინ არის აფხაზი ბლოგერი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თბილისში ექსპერიმენტი ჩაატარა

სოხუმმა განაცხადა, რომ ბლოგერის მიერ Tiktok-ზე განთავსებული ვიდეოები აფხაზეთის „სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და თავდაცვის შესაძლებლობებს“ აზიანებს.

გასული წლის დეკემბერში დაურ ბუავამ საქართველოს მოქალაქეობა, გამარტივებული წესით მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g