სარფთან ახლოს, 30 წლამდე მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს. როგორც ცნობილია, პიროვნება სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა და საკუთარ სახლში, საჩხერეში ბრუნდებოდა. გარდაცვლილის პირად ნივთებს, ფულსა და ტელეფონს პოლიცია ჯერჯერობით ვერ პოულობს.
გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ ეტყობა. სიკვდილის მიზეზის დასადგენად ექსპერტები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
