LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

300 ფეხმძიმე ქალს ზიკას ვირუსი აღმოაჩნდა

158

აშშ-ში დაახლოებით 300 ფეხმძიმე ქალს ზიკას ვირუსი აღმოაჩნდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის სამსახურის ინფორმაციით,  ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ კონგრესი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ზიკას ვირუსთან ბრძოლის მიზნით, ბიუჯეტიდან 1.9 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ პრეზიდენტის მოთხოვნას მხარი რ დაუჭირეს. ობამას თქიმით, აღნიშნულის გამო, ქვეყანა მომავალში შესაძლოა  გაცილებით დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს.

ზიკას ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის. ძირითადად ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის რეგიონშია გავრცელებული. ვირუსის მსხვერპლი ძირითადად ფეხმძჲმე ქალები არიან. აღნიშნული ვირუსის მატარებელი დედის შვილები მიკროცეფალიით იბადებიან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსი ზაფხულში შესაძლოა ევროპის ტერიტორიაზეც გავრცელდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g