LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

300-ლარიანი დახმარების მიღებისთვის წარდგენილი პირველადი ინფორმაციის დაზუსტების ვადა დღეს იწურება: შემოსავლების სამსახური

76
lari

300-ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, 24 დეკემბრის ჩათვლით წარდგენილი პირველადი ინფორმაციის დაზუსტების ვადა დღეს იწურება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტრონულ განაცხადს მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან:  https://eservices.rs.ge.

შემოსავლების სამსახური გადამხდელებს და კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებლობისთვის უწყებას დროულად მიაწოდონ ზუსტი ინფორმაცია.

უწყება მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები აქტიურად ეხმარებიან მოქალაქეებს განაცხადების რეგისტრაციის პროცესში.

მომხმარებელს შეუძლია მიმართოს საინფორმაციო ცენტრს საკონტაქტო ნომრით: 2 299 299 და მიიღოს პასუხები მისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.

შემოსავლების სამსახური მადლობას უხდის იმ კომპანიებს, რომლებმაც გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა და სრულყოფილად წარმოადგინეს მონაცემები. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, დღევანდელი მონაცემებით, რეგისტრირებულია 121 647 განაცხადი.

mazda magti 5g