პირველი საგზაო ავტომობილი, რომელიც 402 მეტრს 6 წამზე ნაკლებ დროში გადის, გასაყიდად გამოიტანეს. Chevrolet S10-ის ბაზაზე აწყობილი დრეგსტერი NHRA National events-ის შეჯიბრის ერთადერთი გამარჯვებულია, რომელსაც ჩვეულებრივ გზებზე გადაადგილებაც შეუძლია.
ავტომობილი მრბოლელმა ლარი ლარსონმა 2014 წელს შექმნა. პიკაპი 2 საწვავი სისტემითაა უზრუნველყოფილი და ქალაქში სამოძრაოდ ერთი, ხოლო რბოლებში მონაწილეობისთვის კი მეორე რეჟიმი აქვს. აგრეგატი 3 დიაპაზონიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს და მისი სიმძლავრე 3000 ცხენის ძალას შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს street Car Super Nationals ჩემპიონატზე პიკაპმა მეოთხედი მილი 5,95 წამში გაირა.




