LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

300კილომეტრიან ქვეყანაში არ იცოდა თურმე, რა ხდებოდა, ასეთი ბედოვლათი, დოყლაპია და ლონდრე თუ იყავი, ვისი და რისი პრეზიდენტი იყავი?!: გია ცაგარეიშვილი სააკაშვილზე

829
ცაგარეიშვილი - სააკაშვილი

„300კილომეტრიან ქვეყანაში არ იცოდა თურმე, რა ხდებოდა, ასეთი ბედოვლათი, დოყლაპია და ლონდრე თუ იყავი, ვისი და რისი პრეზიდენტი იყავი?!“, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ყოფილმა წევრმა გია ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას გააკეთა.

მისი განმარტებით, „სანამ ყველაფრის აღიარება არ მოხდება, სანამ ადამიანები, რომლებიც აჩანაგებდნენ ქვეყანას, ხოცავდნენ ხალხს, არბევდნენ მიტინგებს, აყალბებდნენ არჩევნებს არ იტყვიან, რომ ამ უკეთურებას ჩადიოდნენ, მანამდე ეს პროცესი წინ ვერ წავა“.

„როგორმე ამ მოჯადოებული წრიდან უნდა გამოვიდეთ, მაგრამ იქ გვაბრუნებენ, ეს ე.წ. შიმშილობის აქტიც იქ დაბრუნებაა. სააკაშვილს მუხაძე ჰყავდა, სიკვდილის ანგელოზი და ახლა ამბობს, რომ არ იცოდა ვინ იყო მეგის ქარდავა, მუხაძე. პირი, რომელიც გლდანის საპატიმროს დირექტორი, მე-18 სამედიცინო დაწესებულების დირექტორი და გორის სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი იყო და თურმე არ იცოდა მის შესახებ. მანიაკი ადამიანი, რომელიც მამაკაცებს აუპატიურებდა ციხეში და თაბახის ფურცლებს აჭმევდა ადამიანებს და ეს არ იცოდა თურმე. 300 კილომეტრიან ქვეყანაში არ იცოდა თურმე, რა ხდებოდა, ასეთი ბედოვლათი, დოყლაპია და ლონდრე თუ იყავი, რომ მიტინგს არბევდნენ არ იცოდა, ხალხს აუპატიურებდნენ ციხეში არ იცოდა, მამაკაცებს ციხეში აუპატიურებდნენ არ იცოდა, მის თანაპარტიელებს ვიდეოთვალს უმონტჟებდნენ საძინებელში, არ იცოდა და არაფერი არ იცოდა და ვისი და რისი პრეზიდენტი იყო? იმ ხალხის პრეზიდენტი იყო, ვინც ახლა იქ შიმშილობს“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g