31 აგვისტოს ბათუმის კორტებზე დაგეგმილი კონცერტის კიდევ ერთი დეტალი ხდება ცნობილი. ბექა გოჩიაშვილსა და ნიკოლოზ რაჭველს სცენაზე ნინო ქათამაძე შეუერთდება. ბექა და ნინო პირველად წარსდგებიან მაყურებლის წინაშე ერთობლივი კომპოზიციით. ლევან დეისაძესთან, ზაზა ცერცვაძესთან და მიშო ურუშაძესთან ერთად სცენაზე გამოვლენ რეპერი ტატო რუსია და ყველასთვის ცნობილი პატარა ვოკალისტი გრიგოლ ყიფშიძე. კონცერტთან დაკავშირებით ნიკოლოზ რაჭველი და პროქეტის პროდიუსერი თეონა ჯორბენაძე პოსტს აქვეყნებს: “31 აგვისტოს გელით ბათუმის კორტებზე! ჩემთვის განსაკუთრებული დღე იქნება, რადგან ჩემს ორ უძვირფასეს მეგობართან და შეუდარებელ მუსიკოსებთან ბექა გოჩიაშვილთან და ნინო ქათამაძესთან ერთად, თან ეროვნული სიმფონიური ორკესტრის (ასევე ჩვენი ლევან დეისაძის, ზაზა ცერცვაძის, უნიჭიერესი გრიგოლ ყიფშიძის და კიდევ არაერთი სტუმრის) მონაწილეობით პანდემიის გამოცხადების შემდეგ პრაქტიკულად პირველად გამოვდივარ დიდ სცენაზე. სიმართლე გითხრათ თავადაც ინტერესით ველოდები და წარმომიდგენია რა საოცრი საღამო გველის!!!”