LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

31 დეკემბერს, ახალციხეში მწვანე ლეკვი დაიბადა

2306
fiona მწვანე

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, 31 დეკემბერს მწვანე ლეკვი დაიბადა. მეპატრონეებმა მას ”გრინჩი” დაარქვეს. მათ აღნიშნეს, რომ ექვსი წლის განმავლობაში ძაღლმა მრავალი ლეკვი გააჩინა. თუმცა, მსგავსი შემთხვევა არასდროს ყოფილა. აღნიშნულ ამბავს ზოოპარკიდან უკვე გამოეხმაურნენ, მაგრამ პატრონები ”გრინჩთან” განშორებას არ აპირებენ.

მწვანე ბეწვით დაბადებული ძაღლი იშვიათია. მსგავსი შეფერილობის ლეკვი 2017 წელს დიდ ბრიტანეთში დაიბადა და მას მულტფილმიდან ”შრეკი” პრინცესა ფიონას პატივსაცემად ”ფიფი” დაარქვეს.

ასევე, 2020 წელს იტალიის ერთ-ერთ ფერმაში დაიბადა მსგავსი ფერის ლეკვი, რომელსაც ფისტაშიო დაარქვეს (Pistachio — ღია მწვანე ან მოყვითალო მწვანე ფერი).

გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ლეკვის შეფერილობა დამოკიდებულია, მისი საშვილოსნოში ყოფნისას მწვანე პიგმენტ ბილივერდინთან კონტაქტში შესვლაზე.

იხ. ვიდეო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g