31 დეკემბერს მეტრო მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს, მგზავრობა კი უფასო იქნება.
ამის შესახებ განცხადება დღეს თბილისის მერმა გააკეთა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, 31 დეკემბერს მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს მეტროპოლიტენი და სხვა საქალაქო ტრანსპორტი. მათ შორის გლდანსა და ვარკეთილში წამსვლელებისთვის მერია უფასო ტრანსპორტტს გამოყოფს.