LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„31 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე ვიდგები, არც დღეს მაქვს საქმე საზეიმოდ და არც ის მგონია, რომ ხვალ და ზეგ ვიყო ამის განწყობაზე“ – კახა გოგიძე

185
კახა გოგიძე

ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და 28 ნოემბრიდან მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე, საზოგადოების გარკვეული ნაწილი აცხადებს, რომ ახალი წლის მოახლოების მიუხედავად, მათ სადღესასწაულო განწყობა არ აქვთ და არ ეზეიმებათ.

„რა თქმა უნდა, ახალ წელსაც აქ შევხვდები“ – რას აცხადებს საპროტესტო აქციაზე მყოფი ირაკლი კვირიკაძე

ჟურნალ „გზის“ უახლეს ნომერში, ერთ-ერთ რუბრიკაში, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ და საუბრობენ, თუ როგორ წარმოუდგენიათ, რა ვითარება იქნება ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე, მსახიობი კახა გოგიძე ამბობს, რომ ის აპირებს, ახალ წელს სწორედ დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეხვდეს.

„პირადად მე, 31 დეკემბერს აქ ვიდგები, სხვების არ ვიცი. არც დღეს მაქვს საქმე საზეიმოდ და არც ის მგონია, რომ ხვალ და ზეგ ვიყო ამის განწყობაზე. შობას აუცილებლად აღვნიშნავ…

„ქართულმა ოცნებამ“ დაგვიწყევლა ახალი წელი, ახლა უნდათ, მომავალი დაგვიწყევლონ, მაგრამ ეგ აღარ გამოუვათ. ესენი ცხვრის ტყავში გახვეული მგლები არიან, უფრო სწორად, ტურები, მგლებს ღირსება აქვთ“, – ამბობს კახა გოგიძე.

ინტერვიუს სრულად წაიკითხავთ ჟურნალ „გზის“ 19 დეკემბრის ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g