LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

31 დეკემბერსა და 1 იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ

89
520750

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და 1 იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მიეცათ.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სექტორთან კონსულტაციების შედეგად, მიღწეულია შეთანხმება, რომ ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით, რაც გულისხმობს შემდეგს:

  • ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები;
  • პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი;
  • აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა;

“რეგულაციების აღსრულებას შესაბამისი უწყებები მკაცრად გააკონტროლებენ”, — ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g