ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემას „ჩვენი ოჯახი“ მუსიკოსი წყვილი – გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე სტუმრობდა.
ამავე გადაცემაში სტუმრობის დროს ანუკი ცქვიტინიძემ განაცხადა, რომ მან ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა.
როგორც ანუკიმ აღნიშნა, მან ქირურგიული ჩარევის შემდეგ უკვე დაიკლო 31 კილო.
„ჩემმა რამდენიმე მეგობარმა მიმართა ქირურგიულ ჩარევას. ამაზე საუბარი ხშირად გვიწევდა. ბევრი არ მიფიქრია და გადავწყვიტე. გელა ცოტას ღელავდა, საუბარია კუჭის რეზექციაზე.
თავს მშვენივრად, ბედნიერად ვგრძნობ, 31 კილო დავიკელი. წონის დაკლებას კიდევ ვაპირებ. ეს გელასაც ძალიან მოსწონს“, – აღნიშნა ანუკი ცქვიტინიძემ.
ვიდეო: „გადამრიე“ – გელა დონაძის და ანუკი ცქვიტინიძის მორიგი ემოციური შესრულება
