32-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“, რომელიც 15 სექტემბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, ეძღვნება ჯანსურ კახიძის სახელობი თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის 35 წლისთავს.
ყოველწლიური ფესტივალი წელსაც გააერთიანებს სხვადასხვა ჟანრის მოყვარულ მსმენელს და 7 კონცერტით იქნება წარმოდგენილი.
ფესტივალში, ქართველი მუსიკოსების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები რომლებიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეხვდებიან ქართველ მსმენელს.
„შემოდგომის თბილისი“ დაფუძნდა 1993 წელს, ჯ.კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მერიის მიერ. ფესტივალის სულის ჩამდგმელი გახლდათ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე.
წლების განმავლობაში ფესტივალის კლასიკური ნაწილი ყოველთვის გამოირჩევა სხვადასხვა ჟანრისა და სტილის მუსიკალური შედევრების სიმრავლით.
ფესტივალის არსებობა ხელს უწყობს საქართველოში მსოფლიო მუსიკალური კულტურის სხვადასხვა ჟანრების პროპაგანდასა და პოპულარიზაციას,განსაკუთრებით კი სიმფონიური მუსიკის პოპულარიზაციას და თბილისის სიმფონიური ორკესტრის შემოქმედების წარმოჩენას.მუსიკას. ფესტივალი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თანამედროვე ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებისა და ქართული ტრადიციული მუსიკის წარმოჩინებას. ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორია ქ.თბილისის მერია;
პარტნიორები: რადიო ჰოლდინგი “ფორტუნა”, რესტორანი “თბილისური მუხამბაზი” და სასტუმრო “სითი ჰოტელს”