LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„33 ლარი გვაქვს 9-საათიან სამუშაოზე, 12-ტონიანი მანქანით დაგვაქვს 50-60 ტონა.. ძალიან რთულ მონაკვეთზე ვმუშაობთ“ – რიკოთზე მიმდინარე სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი გაიფიცა

136
რიკოთი

რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი მეორე დღეა გაფიცულია. 

ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.

გაფიცულები ამბობენ, რომ სამუშაოზე არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. ჩინური კომპანიის 14 მძღოლები პროტესტის შეწყვეტას მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ.

მათივე განცხადებით, დღისა და ღამის განმავლობაში სამუშაოს ერთნაირად უნაზღაურებენ და ორივე შემთხვევაში დღეში 33 ლარს უხდიან.

„აუცილებლად 8-საათიანი სამუშაო პირობები გვინდა და 50 ლარი. ამ წუთში 33 ლარი გვაქვს 9-საათიან სამუშაოზე, ვითხოვთ 8-საათიან სამუშაოს. 12-ტონიანი მანქანით დაგვაქვს 50-60 ტონა.

უსაფრთხოების ნორმები საერთოდ არ არის დაცული. ძალიან რთულ მონაკვეთზე ვმუშაობთ, არის მეწყრული ზონები, როცა დაგვიძახებენ უპრობლემოდ მოვდივართ რომ არ გაჩერდეს მგზავრობა და გზა არ დაიკეტოს.

ჩვენი მხრიდან პრობლემა არ არის, პრობლემას ქმნის თვითონ კომპანია, 33 ლარზე ამხელა მანქანაზე არავინ მუშაობს.“ – ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.

„ჩინეთის სამშენებლო კორპორაციის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომენტარს მოთხოვნების გაცნობამდე ვერ გააკეთებენ.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g