LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალს კონტაქტი ჰქონდა ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ და ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე მივიდნენ – ამირან გამყრელიძე

180
gamyrelidze-12

“გარდაცვლილი ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერს მიეკუთვნებოდა, სადაც სულ 5 შემთხვევა დაფიქსირდა”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 79 წლის ქალს კონტაქტი ჰქონდა ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ და ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე მივიდნენ, შემდეგ კი რელიგიურ დღესასწაულს დაესწრნენ.

“გარდაცვლილი პირველი ინფიცირებულის ნათესავია ინფექციის ჯაჭვი ჩვენთვის სრულადაა ცნობილი.

ეს არის 79 წლის ქალი, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკაში 31 მარტს შევიდა და დღეს დილით გარდაიცვალა. ძირითადი დიაგნოზი არის კორონავირუსული ინფექცია და მწვავე პნევმონია, გართულებებია მოზრდილთა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, სეფსისი, სეპტიური შოკი, სპონტანური პნევმოტორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. თანხმლები დაავადებებია დილატაციური კარდიომიოპათია, მე-4 ხარისხის გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერთენზია მე-3, ზომიერი პულმონური ჰიპერთენზია, მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, სამკარიანი სარქვლის არარევმატიული ნაკლოვანება და კახექსია.

ეს პაციენტი ეკუთვნის კლასტერს, რომელსაც შიდა კლასიფიკაციაში ქვემო ბოლნისის სოფელ კაპანახჩის კლასტერს ვეძახით, სადაც 5 შემთხვევაა დადასტურებული. ეს ქალი იმყოფებოდა კონტაქტში ადამიანებთან, რომლებიც შემოვიდნენ რუსეთ-აზერბაიჯანიდან და სოფელში ერთ-ერთ სარიტუალო სუფრაზე იმყოფებოდნენ, სადაც მას ერთ-ერთმა ინფიცირებულმა ნათესავმა გადასდო კორონავირუსი. ამ შემთხვევაში ინფექციის განვითარების ჯაჭვი სრულად არის ცნობილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 157 შეთხვევაა დადასტურებული. აქედან 28 გამოჯანმრთელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები