LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3,4 მლრდ ევრო, რომელიც ევროკავშირმა გამოყო, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება

Viele Euro Geldscheine

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, 3,4 მილარდი ევროს ოდენობით ფინანსური დახმარება, რომელიც ევროკავშირმა გამოყო, ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებისთვის დაიხარჯება.

„მინდა, პოზიტიური ინფორმაცია მოგაწოდოთ. მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დაგვეხმარება საქართველო გავხადოთ კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორია. აღნიშნული თანხა მოხმარდება რამდენიმე ათეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. შესაბამისად, ჩვენი თხოვნა ევროპის მიმართ, რომ გარდაუვალი ყოფილიყო ფინანსური დახმარება საქართველოს მიმართ, დაკმაყოფილებულია. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროპელ მეგობრებს ამისთვის“, – განაცხადა მამაუკა ბახტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g