34 წლის ბრიტანელმა მამაკაცმა, რომელიც წარმოშობით ლინდფილდიდან გახლდათ, გარდაცვალებამდე ტყუპ ქალიშვილებს წერილები დაუტოვა. მამაკაცი სახელად ნიკი, 2020 წელს თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა. 17 თვის როუზსა და სოფიას მამისგან დაბადების დღის მისალოცი წერილები ყოველ დაბადების დღეზე, 30 წლის განმავლობაში მიუვათ.
ნიკის მეუღლე ბარბარა ამბობს, რომ ნიკს სურდა ამ მნიშვნელოვან დღეს, ახლოს ყოფილიყო ქალიშვილებთან.
ბარბარა იხსენებს, რომ ბოლო ექვსი თვე, ის გამალებით იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა სიმსივნის აგრესიული ფორმის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.