LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

35 ფოტო, რომელიც საქართველოში მოგზაურობას შთაგაგონებს

378
111

საერთაშორისო მედია საქართველოს მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობისკენ მკითხველს პოპულარული ვებგვერდი Boredpanda მოუწოდებს.

ვებგვერდი აუდიტიორიას საქართველოს შესახებ ზოგად ინფორმაციას აწვდის, სად მდებარეობს ქვეყანა, როგორი ტრადიციები, სამზარეულო აქვს. ძირითად სათქმელს კი Boredpanda ფოტოებით გადმოსცემს. პოპულარული ვებგვერდი 35 ფოტოს აქვეყნებს და დარწმუნებულია, რომ ეს ფოტოები მნახველს საქართველოში მოგზაურობის სურვილს გაუჩენს.

აღსანიშნავია, რომ Boredpanda-ს 35 ფოტოში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოხვდა, თავისი ღირსშესანიშნაობებით. 35-ივე ფოტო შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე -> www.boredpanda.com