LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

35 წელი „ლამაზმანის“ გამოსვლიდან – გავიხსენოთ ჯულია რობერტსის 10 ყველაზე გამორჩეული „ლუქი“ საკულტო ფილმიდან

215
page

35 წელი გავიდა მას შედგე, რაც ეკრანებზე გამოვიდა გარი მარშალის საკულტო ფილმი „ლამაზმანი“ და სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი კინემატოგრაფიაში.

„ოქროს გლობუსზე“ ნომინირებული ეს ფილმი მოგვითხრობს ედვარდ ლუისისა და ვივიენ უორდის სიყვარულის ისტორიას, რომელიც ჩვენ თვალწინ ვითარდება. ჩვენ ვუყურებთ ჯულია რობერტსის გმირის გარდასახვას არა მხოლოდ მისი ხასიათის, არამედ არაჩვეულებრივი გარდერობის შტრიხებით, რომელიც ასევე იცვლება პერსონაჟთან ერთად. ფილმის კოსტიუმების დიზაინერი მერილინ ვენსთია. ჯულიამ დიზაინერს თავიდანვე წაუყენა პირობა, არ გაშიშვლებულიყო, რამაც ვენსთი დააფიქრა, შეექმნა პროვოკაციული, მაგრამ ამავე დროს, დასამახსოვრებელი ლუქი ჯულიას პირველი კადრებისთვის, ასე შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ლუქი, კაბა ლურჯი და თეთრი დეტალებით, წითელი კოსტიუმი, მაღალყელიანი ჩექმა და ბერეტი. მოგვიანებით ჯულია გამოტყდა, რომ წითელი პიჯაკი უხერხულობას უქმნიდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ის ზედმეტი კილოგრამების დასამალად ჩააცვეს. მოდის კრიტიკოსებმა „ლამაზმანის“ ყველაზე ცნობილი კაბების რეიტინგი შეადგინეს:

1. წითელი კაბა – ეს გახლავთ ჯულიას ყველაზე ლამაზი კაბა ფილმიდან V-კისერით, რომლითაც ის რიჩარდ გირის გმირთან ერთად „ტრავიატას“ სანახავად მიდის.

2. დიდი პიჯაკი ლაქის ჩექმებით – ვივიენის პირველი გამოჩენა კადრში და მისი ყველაზე დასამახსოვრებელი ლუქი.

3. იგივე ლუქი ამჯერად პარიკის გარეშე, სადაც ჯულია შეუდარებელია.

4. კოპლებიანი კაბა – ამ კაბით ჯულიას გმირი პოლოს მატჩს ესწრება. კაბას შლაპა და ულამაზესი დაბალქუსლიან ფეხსაცმელი, ასევე ხელთათმანი აქვს შეხამებული. ეს კაბა ბევრი დიზაინერისთვის სამომავლოდ ინსპირაციის წყაროდ იქცა.

5. შურისძიების თეთრი კაბა – ეს სწორედ ის თეთრი მიდი კაბაა დიდი ღილებით, რომლითაც ჯულიას გმირი ბრუნდება პრესტიჟულ ბუტიკებში, საიდანაც ის ცოტა ხნის წინ გამოაგდეს, რათა მათ სამაგიერო გადაუხადოს.

6. კლასიკური პიჯაკი ჯინსებზე – ეს სტილი 90-იანებში სწორედ ჯულიამ შემოიტანა მოდაში.

7. პატარა შავი კაბა – ამ კაბით, რომელსაც მოდის ექსპერტებმა კონკიას კაბა უწოდეს, ჯულიას გმირი რომანტიკულ ვახშამზე გამოჩნდა.

8. თეთრი პერანგი – ეს ჯულიას კიდევ ერთი გამორჩეული სტილია ფილმიდან, მინი კაბა თეთრი პერანგის შეხამებით.

9. აბრეშუმის ჭრელი ხალთი – ფეშენებელური აპარტამენტების აივნიდან გადმომდგარი ვივიენი.

10. შორტი და პიჯაკი – სტილი, რომელიც ახლაც საოცრად აქტუალური და ტრენდულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები