LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3500 ტონა ხორბლით და 60 000 ტონა სიმინდით დატვირთული გემები უკრაინიდან დაიძრა

65
1659913116-298280079_8101983976486215_8363350469503835717_n

დღეს დილით, ორმა გემმა „მარცვლეულის დერეფნის“ გავლით უკრაინა დატოვა. აღნიშნული გემები 3500 ტონა ხორბლით და 60 000 ტონა სიმინდით არის დატვირთული, რომლებიც თურქეთისა და ირანისკენ მიემართებიან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მარცვლეულის გადაზიდვის ფარგლებში, ბელიზის დროშის ქვეშ მცურავმა გემი, რომელსაც 3500 ტონა მარცვლეული გადააქვს, ჩორნომორსკის პორტიდან თექირდაღისკენ გაემგზავრა, ხოლო მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემმა, რომელიც 60 000 ტონა სიმინდით არის დატვირთული, პივდენიის პორტი დატოვა და ირანისკენ გაემგზავრა“, – წერია გვრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები