LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო დროა შევახსენოთ ადამიანებს, რა მოხდა ერთი წლის წინ…მაქვს დიდი უსამართლოს განცდა, რომელიც სადღაც უნდა გამოვხატო – მაკო გომური

350
Capture

ანტისაოკუპაციო აქცეიის დაწყებამდე სულ ცოტა დროს რჩება. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, სადაც აქციაა დაგეგმილი, უკვე შეწყდა საავტომობილო მოძრაობა.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები სცენას სიტყვით გამომსვლელებისთვის ამზადებენ, აქტივისტები კი სპეციალურ სტიკერებს აკრავენ, რომ აქციაში მონაწილეებმა სოციალური დისტანცირების წესი დაიცვან.

ადგილზე უკვე იმყოფება მაკო გომურიც, რომელიც 20 ივნისის სისხლიანი დარბევის დროს ყველაზე მეტად დაზარალდა.

მაკო გომური ისევე როგორც აქციის სხვა მონაწილეები, დღეს, 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლისთავზე ამბობენ, რომ ისევ დიდი პროტესტის და უსამართლობის განცდა აქვთ.

“ვფიქრობ, საუკეთესო დროა შევახსენოთ ადამიანებს, რა მოხდა ერთი წლის წინ. დავესწრები აქციას და მაქსიმალურად, შევეცდები საზოგადოებას გადავცე ჩემი აზრი და მივიტანო ამ ადამიანებთან ის, რასაც ვფიქრობ… მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ხნის განმავლობაში გვერდში მედგა, დანარჩენს გეტყვით სიტყვით გამოსვლის დროს,”- აცხადებს მაკო გომური.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g