კოვიდ-19-ის გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში 37 მილიონს უახლოვდება.
მსოფლიოს მასშტაბით მკაცრდება შეზღუდვები.
ჩეხეთში ორი კვირის განმავლობაში რესტორნები და ბარები საღამოს 8 საათზე დაიხურება, ორშაბათიდან კი უნივერსიტეტები, კინოთეატრები, საცურაო აუზები და სავარჯიშო დარბაზები შეწყვეტენ მუშაობას. იზღუდება 30-ზე მეტი ადამიანის დასწრება ქორწილებში.
მაღალი რისკჯგუფის მქონე ქვეყნებთან ფრენებს შეზღუდავს რუმინეთი. პარალელურად კოვიდინფიცირებული პაციენტების რიცხვის ზრდის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა პარიზის სამედიცინო დაწესებულებები.
რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებშიც. ბოლო 24 საათში რუსეთში 191, თურქეთში 58, სომხეთში 9, აზერბაიჯანში კი 1 ადამიანი გარდაიცვალა.
