“ბარსელონას” თავდამსხმელი ლეო მესი შესაძლოა “მანჩესტერ სიტიში” გადავიდეს და პეპ გვარდიოლას შეუერთდეს.
უკვე ცნობილია, რომ არგენტინელმა კატალონიელებთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეაჩერა. ამბობენ, რომ მოქმედი კონტრაქტის შემდეგ ის კლუბს დატოვებს, ანუ 2021 წლის ზაფხულში. როგორც Fox Sports-ის არგენტინელი ჟურნალისტი კრისტიან მარტინი იუწყება, ყველაზე რეალური ვარიანტია 33 წლის გენიოსმა კარიერა “სიტიში” გააგრძელოს.
ისე, ლეოს ძალიან დიდი ხანია “ქალაქელებს” უკავშირებენ. აქამდე ეს ხმები არ გამართლებულა.
“ბარსელონას” კაპიტანს კლუბში დრჩენა სურს, მარგამ უკმაყოფილოა კლუბის ხელმძღვანელობით. ასეთ ინფორმაციას Goal ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ მესის წასვლის შესახებ ხმებს მისი გარემოცვა განზრახ ავრცელებს. ეს კი სიგნალია პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბარტომეუსთვის.
2021 წელს, როდესაც მესის კონტრაქტის ვადა იწურება, კლუბის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება.