25 – 26 ივლისს, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „გალოგრეს„ ულამაზესს ღია სივრცეში პროექტი „VIPარტი„ გაიმართება.
სახელმწიფო რეგულაციების დაცვითა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით „ვიპარტი„ ოფიციალურად 25 ივლისს, 18: 00 სთ-ზე გაიხსნება.
პროექტი ხორციელდება კომპანია VIPR/„ვიპიარ ჯგუფის„ მიერ, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ფორმატის საერთაშორისო
პროექტებსა და ღონისძიებებს: საქართველო, მალტა, შვეიცარია, ესპანეთი, პალერმო, შვედეთის სამეფო..
„ვიპარტის„ ფორმატი მოიცავს როგორც კულტურულ ასევე საგანმანათლებლო მიმართულებას.
⦁ 25 ივლისი 18:00 სთ 26 ივლისი – ქართველი ხელოვანების: ნათია სურგულაძე, მაია ჭყონია, ნინო დარჩიაშვილი, თამარ ბახტაძე, ეკატერინე აბესაძე, სოფიო მუშკუდიანი, თეა დარჩიაშვილი….შემოქმედებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა;
⦁ 25 ივლისი 19: 00 სთ – გალა კონცერტი (სხვადასხვა პროექტში მონაწილე წარმატებული მომღერლების, მუსიკალური სტუდიის წარმომადგენლების მონაწილეობით);
⦁ 26 ივლისი 14:00 სთ – მასტერკლასი: სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებისთვის. „საზოგადოებასთან ურთიერთობა და
მარკეტინგული კომუნიკაცია; საკუთარი თავის წარმოჩენა, იმიჯი, „საერთაშორისო პრომოუშენი„…
პროექტის მიზანს წარმოადგენს ხელოვანების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ერთ სივრცეში გაერთიანება; რეკომენდაციების,
მიმართულებებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება; კომუნიკაციის ძირითადი მიმართულებების, უნარ-ჩვევებისა და
მნიშვნელოვანი ასპექტების გაცნობა, განვითარება, რათა მსმენელებმა შეძლონ ეფექტური კომუნიკაციების წარმართვა, საკუთარი თავის
წარმოჩენა, ინფორმაციის სწორად მიწოდება, რაც მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად.
პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
