LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

38 წლის ლინდსი ლოჰანი ახალი საშობაო ფილმის „ჩვენი პატარა საიდუმლოს” პრემიერაზე

152
ლინდსი ლოჰანი

38 წლის ლინდსი ლოჰანი, რომელიც გასულ წელს, დედა გახდა, ამჯერად ახალი ფილმის პრემიერას დაესწრო. მსახიობმა წარადგინა თავისი ახალი ფილმი „ჩვენი პატარა საიდუმლო”, რომლის პრემიერაც ნიუ-იორკში გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ლინდსი ლოჰანი მეუღლესთან, ბადერ შამასთან ერთად გამოჩნდა.

ლინდსი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა შავი გამჭვირვალე კაბაში, რომელიც თვლებით იყო გაფორმებული. გაშლილი ქერა თმითა და მინიმალისტური მაკიაჟით ლოჰანი შეუდარებელი იყო.

საინტერესოა, რომ მსახიობი გასულ წელს დაბრუნდა ეკრანებზე, ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, როცა ის ალკოჰოლდამოკიდებულებას ებრძოდა. ლინდსის საშობაო ფილების დედოფალსაც უწოდებენ, რადგან მისი ყველა ფილმი სწორედ საახალწლო თემატიკასთან არის კავშირში. მათ შორის ახალი ფილმიც, რომლის პრემიერაც ახლა შედგა.

შობის დედოფალი ბრუნდება – ლინდსი ლოჰანი ახალ საშობაო მელოდრამაში

3 ახალი საშობაო ფილმი, რომელიც ეკრანებზე მალე გამოვა და ჯადოსნურ განწყობას შეგიქმნით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები