LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ჰყვება თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის ფსიქოლოგთან ვიზიტის შესახებ

1745
BeFunky-collage (4)

თამარ ბაჩალიაშვილის დედა შვილის ფსიქოლოგთან ვიზიტს იმ ფაქტით ხსნის, რომ გოგონა ბოლო პერიოდში ძალიან გადაღლილი იყო. ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში ჟურნალისტმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის თავად ესაუბრა გარდაცვლილი გოგონას დედას, რომელმაც შვილის ფსიქოლოგთან ვიზიტის მიზეზები განუმარტა.

“ძალიან ბევრს სწავლობდა, მეცადინეობდა, არასოდეს კმაყოფილდებოდა მიღწეულით და ამ ემოციური გადაღლილობის გამო გადაწყვიტა ფსიქოლოგთან მისვლა.

ვურჩიე დაგეხმარები, ერთად მოვძებნოთ ფსიქოლოგი. მითხრა, ერთი ქალი ვიციო,რომელიც საბურთლოზე ცხოვრობს. ეს ყველაფერი ხდებობდა პანდემიამდე.

როცა პანდემიის პერიოდში თერაპევტს ონლაინ ესუბრებოდა, ცდილობდა მისი ძმა არ ყოფილიყო სახლში, უფრთხილდებოდა არასრულწლოვანს.”-  უყვება გარდაცვლილის დედა ეკა მიშველაძეს.

თამარ ბაჩალიაშვილის სამსახური: კომპანიასთან კავშირში რამდენიმე მაღალჩინოსანის გვარი იკვეთება

"ფორტუნამ" საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს "ზეგ"-თან დაკავშირებული ყველა პირი და კომპანია მოიძია.

 

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. ამ დრომდე გამოძიება მხოლოდ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობდა. გარდაცვლილის მამას კი დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

გარდაცვლილის მამისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და მუხლის გადაკვალიფიცირებას გარდაცვლილის ოჯახი, იურისტთან ერთად ორი დღე ითხოვდა.

სწორედ დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ ექნება ოჯახის იურისტს მიხეილ რამიშვილს საქმის მასალებზე წვდომა.

თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, 23ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g