19 ივლისს ნინი ბადურაშვილის და ირაკლი კუტალაძის შვილმა ელენემ დაბადების დღე აღნიშნა. სტუმრები ბადურაშვილების მცხეთის აგარაკზე შეიკრიბნენ.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალებიდან ირკვევა დაბადების დღეზე მოწვეულმა ანიმატორებმა და ანიმაციური ფილმების ცნობილმა გმირებმა არამხოლოდ ბავშვები, არამედ მათი მშობლები და მეგობრები გაამხიარულეს.
ელენეს მამამ, რომელიც რუსეთში იმყოფება, გოგონას დაბადების დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით მიულოცა.
„დრო მიქრის, და ჩემი უფროსი გოგონა დღეს 7 წლისაა. სამწუხაროდ, დღეს არ შემიძლია მის გვერდით ყოფნა (ოჰ, ეს კოვიდი)… დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო ძვირფასო ელენე”, – დაწერა ირაკლი კუტალაძემ.