LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ უნდა დარჩეს არც ერთი ადამიანი, რომლის ტესტირება არ მოხდება” – რა ვითარებაა მესტიაში

113
BeFunky-collage (2)

“მესტიის მუნიციპალიტეტში ძალიან სწრაფად იქნა მიღებული ეფექტური და გადამჭრელი ზომები, რაც გვაძლევს 100 %-იან გარანტიას და იმედს, რომ სიტუაცია კონტროლს დაქვემდებარებულია და არც გაუარესდება” – ამის შესახებ რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განაცხადა.

ამასთან, სოზარი სუბარი ამბობს, რომ “მესტიაში არ უნდა დარჩეს არც ერთი ადამიანი, მათ შორის დაბა მესტიაში, რომლის ტესტირება არ მოხდება.”

კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6 ლენჯერიდანაა, 3-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია – ეზუგბაიას განმარტება

“ბოლო სამი დღის განმავლობაში იყო სამი საქმე, რომელიც ძალიან საყურადღებოა – ორი გუშინ და ერთი გუშინწინ. ეს შემთხვევები ლენჯერს გასცდა და მესტიაში მოხდა მათი იდენტიფიცირება, თუმცა გუშინწინდელზე გუშინ და გუშინდელზე დღეს მოხდა ყველა კონტაქტის დადგენა და ყველა იმ პირის გამოკვლევა.

ვფიქრობ, რომ ამ აფეთქების ლოკალიზება მალე მოხდება. დღევანდელი და ხვალინდელი პასუხები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამის შემდეგ შეგვეძლება უკვე სრული სურათის შევიქმნათ ვითარებაზე“, – განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება ყაზბეგს, სოზარ სუბარის თქმით, აქაც მესტიის მსგავსად ვირუსის გავრცელების არეალი ლოკალიზებულია.

“ორ-სამ კონკრეტულ ადგილზე, ანუ არ არის ძალიან ფართო გეოგრაფია. ამიტომაც, მე არ ვიცი, რამდენად საფრთხის შემცველია და რა ზომები შეიძლება, მივიღოთ.

ამ დღეებში იქნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა სადაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტში 3 121 ადამიანს ბიოლოგიური მასალა უკვე აუღეს. მთელ მუნიციპალიტეტში ეპიდემიოლოგთა 10 ჯგუფი მუშაობს.

პარალელურად, გრძელდება თერმოსკრინინგი და „პისიარ“ კვლევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები