დღეიდან მაგთიკომმა 4.5G (LTE-Advanced) ქსელით ოპერირება დაიწყო. როგორც “ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, პირველად საქართველოში, მხოლოდ მაგთი სთავაზობს მომხმარებელს 4.5G ქსელს და უსწრაფეს ინტერნეტს.
“მაგთიკომის” მომხმარებლები დღეიდან თავად გამოცდიან ინტერნეტის მკვეთრად გაზრდილ სიჩქარეს და ხარისხს. ამას განაპირობებს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა: ამა წლის, 31 მაისს შეძენილი 800 MHz სიხშირეთა სპექტრი, რომლის კომბინაციამ არსებულ 1800 MHz სიხშირულ სპექტრთან (LTE 800 და LTE 1800) მაგთიკომს 5G (LTE-Advanced) ქსელის გამართვის შესაძლებლობა მისცა. აგრეთვე, ქსელში ასობით ახალი საბაზო სადგურის დამატებით, დღეისათვის საბაზო სადგურების ჯამურმა რაოდენობამ 4493 შეადგინა,”- განმარტეს კომპანიაში.
კომპანიაში აცხადებენ, რომ “მაგთიკომი” ქართულ ბაზარზე, ტრადიციულად, ლიდერობს ინოვაციური უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით, საბაზო სადგურების რაოდენობით, რაც განაპირობებს დაფარვის ვრცელ და ინტენსიურ არეალს, სტაბილურად მაღალ ხარისხს და საიმედო ქსელს.
“ამას ემსახურება “მაგთიკომის” 1000-ზე მეტი ინტელექტუალურ-ადმიანური რესურსი, რომელიც თავის საქმეს მაღალი პროფესიონალიზმით და სიყვარულით თქვენთვის აკეთებს,”- განაცხადეს “მაგთიკომში”.
