LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„4 ადამიანი დამხვდა, განსაკუთრებით 2 პიროვნება აქტიურობდა, წააგავდნენ ე.წ. „ტიტუშკებს“… მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ადგილი არ იყო საქართველოში“ – პაატა მანჯგალაძის ინფორმაციით, მანქანასთან უცნობი პირები დახვდნენ

132
პაატა მანჯგალაძე

„მანქანასთან 4 ადამიანი დამხვდა, განსაკუთრებით კი 2 პიროვნება აქტიურობდა, მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ადგილი არ იყო საქართველოში, შემდეგ ამას მოჰყვა ფიზიკური გაწევ-გამოწევა, შემდეგ ერთ-ერთმა თქვა – შეიძლება იარაღი ჰქონდეს, ყოფილი პარლამენტარია და სხვა დროს ვნახოთო – და გამეცალნენ“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მაჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირები, რომლებიც მანქანასთან დახვდნენ „ტიტუშკებს“ წააგავდნენ და მათი ამოცნობა შეუძლია.

„მათი ამოცნობა შემიძლია, ასევე გზაზე, სადაც გაიარეს, არის კამერები და დაფიქსირებულები იქნებიან, ნიღბები არ ეკეთათ. ჩემი მეზობლები არ იყვნენ, იყვნენ აგრესიულები, წააგავდნენ ე.წ. „ტიტუშკებს“.

არ ვიცი შეიძლება შემთხვევითაც მოხდა ეს ყველაფერი, მაგრამ მანქანასთან იდგნენ“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g