თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2011 წელს თბილისის მერიის ინიციატივით დაფუძნდა, ფესტივალის მიზანი დღემდე უცვლელია: განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელიშეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, მსმენელს გააცნოს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება.
ფესტივალი ყოველწლიურია და ტრადიციულად კონცერტები იმართება, როგორც თბილისის სხვადასხვა საკონცერტო, ასევე ექსპერიმენტულ სივრცეებში. 9 წლის განმავლობაში მსმენელს მიეცა შესაძლებლობა მოესმინა 50-მდე (მათ შორის 15 უცხოური) გუნდი.
ფესტივალის სამხატვრო საბჭო წლიდან წლამდე მუშაობს იმისიათვის, რომ წარმოდგენილი საკონცერტო პროგრამები, იყოს მრავალფეროვანი და სიახლით სავსე.
ფესტივალის 9-წლიანი ისტორიის განმავლობაში, გაიზარდა საგუნდო მუსიკის მსმენელის აქტივობა, რაც უდიდესი სტიმულია მოქმედი გუნდებისათვის.
წელს ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 11 კონცერტი, რომლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული გუნდები გერმანიიდან, ლიტვიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და აზერბაიჯანიდან.
ფესტივალის დამფუძნებელი და მუდმივი პარტნიორი – ქ.თბილისის მერია
მხარდამჭერი: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სმინისტრო
გენერალური პარტნიორი: საქართველოს ეროვნული მუსიკალური პარტნიორი
პარტნიორები: სატრანსპორტო კომპანია ბენე ექსკლუზივი და სასტუმრო „მაჯესტიკი“
ფესტივალის განამხორციელებელი: ააიპ თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო
ფესტივალი
ფესტივალის დირექტორი: ხელოვნებათმცოდნე – მაია ჩაჩავა
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი: არჩილ უშვერიძე