LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ათასი დასაქმებული და 20 მილიონიანი ინვესტიცია რუსთავში – „ქართლი ტექსტილი“ გაიხსნა

862
133708006-3649869165102716-8292027594366729031-o

რუსთავში ახალი საწარმო „ქართლი ტექსტილი“ გაიხსნა, რომელიც თურქული ინვესტიციით შეიქმნა და ჯამში, 4 ათას ადამიანს დაასაქმებს. აღსანიშნავია, რომ საწარმოში დასაქმებულთა შორის 90% ქალია.

კომპანია „ქართლი ტექსტილს“ სამკერვალო საწარმოს ასაშენებლად სახელმწიფომ მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა. საწარმო სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. საწარმოს მშენებლობაში 20 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული სესხია.

აღსანიშნავია, რომ „ქართლი ტექსტილი“ არის გაგრძელება იმ დიდი პროექტის, რომელსაც კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ინვესტორები საქართველოში  ახორციელებენ. თავად, „აჭარა ტექსტილი“ წლების მანძილზე თანამშრომლობს ცნობილ მსოფლიო ბრენდებთან, მათ შორის ისეთებთან, როგორიცაა: Nike, ADIDAS, Lotto, Erima, New Balance და Under Armour. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და წლიურად 15 000 000-ზე მეტი ერთეული პროდუქციის წარმოებას და ექსპორტს ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g