4-5 ივნისს, 20:00 საათზე „თბილისის საკონცერტო დარბაზში“ „ერისიონის“ კონცერტი გაიმართება. ანსამბლი მაყურებლის წინაშე პროგრამით „ქართული ლეგენდა“ წარდგება.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ვებგვერდზე tkt.ge. ბილეთების ფასი 30-60 ლარია.
„ქართული ლეგენდის“ ახალი შოუპროგრამა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა შერმანდი ჭკუასელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა ეკა ჭკუასელმა შექმნეს.