LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ლეგენდარულ ანსამბლ „ერისიონს” Black Sea Arena  24 აგვისტოს უმასპინძლებს

154
ერისიონი

24 აგვისტოს Starring Georgia-ს ფარგლებში შეკვეთილში ანსამბლი „ერისიონი”  ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხესა და დროში თავიანთი შემოქმედებით გვამოგზაურებს. შემოქმედებით, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში საქართველოს ყველა კუთხეში ცოცხლობდა  და ჩვენამდე „ქართული საგანძურის” სახით მოვიდა.  სწორედ ასე ჰქვია „ერისიონის“ შოუპროგრამას, რომლითაც ანსამბლი წელს ევროპის დიდ საგასტროლო ტურნეში 4 ქვეყნის 12 ქალაქში წარდგა უცხოელი მაყურებლის წინაშე და მათ ჩვენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და შემოქმედება გააცნო.

140 წლის ისტორიის მქონე ანსამბლმა მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პრესტიჟული დარბაზების სცენებზე აიტანა,  გააცოცხლა, გააცნო და დღემდე აცნობს მაყურებელს ქართულ ცეკვასა და მრავალხმიანობას რომელიც „ერისიონის“ ორსაათიან შოუპროგრამაში ზუსტად ასახავს ქართულ კულტურას და ტრადიციებს.

რამდენიმე ათეული წელია სრული ანშლაგით მიმდინარეობს ანსამბლის კონცერტები საქართველოშიც. Black Sea Arena-ზე  აქამდე ორჯერ  გამართულმა კონცერტმაც, სრულად სავსე დარბაზით და უსაზღვრო ემოციების ფონზე ჩაიარა, რაც არენაზე ქართული ანსამბლისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა.  რადგანაც Black Sea Arena, ყველანაირი მუსიკალური გემოვნების ადამიანებზე ზრუნავს, „ერისიონის“ კონცერტი შეკვეთილში კიდევ ერთხელ გაიმართება. ღონისძიების ბილეთების შეძენას 5 ივლისს, 12:00 საათიდან ვებგვერდზე TKT.ge შეძლებთ.

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, Black Sea Arena საქართველოში მასშტაბურ კამპანიას – Starring Georgia – ს აგრძელებს. კამპანიის მთავარი მიზანია, ხელმისაწვდომი გახადოს ქართველი ახალგაზრდებისთვის საკუთარ ქვეყანაში მათი საყვარელი მუსიკოსების მოსმენა, განავითაროს ქვეყნის გასართობი ინდუსტრია. Starring Georgia 2024-ის ფარგლებში შეკვეთილს უკვე ესტუმრნენ OneRepublic და Scorpions, ზაფხულის განმავლობაში კი კიდევ ორი ღონისძიება: Jungle და „ერისიონი“ არის დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g