LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეღირება „სკორპიონსის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთები

207
სკორპიონსი

Black Sea Arena-ს Facebook გვერდზე 31 მაისს ჩანიშნული Scorpions-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ღირებულების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ფასი 145 ლარიდან იწყება და VIP ზონის ფასი 550 ლარს აღწევს.

მსურველებს ბილეთების შეძენა 165, 220, და 280 ლარადაც შეეძლებათ. გარდა ამისა, Starring Georgia-ს, თიბისის და Visa-ს თანამშრომლობის ფარგლებში, ბილეთებზე გარკვეული შეღავათები ვრცელდება:

-20% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისი Visa სადებეტო ბარათით გადახდისას;

-30% II იარუსის კატეგორიის ბილეთებზე თიბისი მოსწავლის და სტუდენტის Visa ბარათებით გადახდისას;

-30% VIP კატეგორიის ბილეთებზე თიბისი კონცეპტის და WM-ის Visa ბარათებით გადახდისას;

-15% ყველა კატეგორიის ბილეთზე თიბისი განაწილებით გადახდისას;

ბილეთების გაყიდვა ხვალ, 3 აპრილს, 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე დაიწყება. BSA.ge-ზე Star Ring-ის ბილეთებს შეიძენთ, TKT.ge-ზე კი – ნებისმიერ კატეგორიას.

2024 წელს, Starring Georgia-ს ფარგლებში, პირველ კონცერტს One Republic-ი 10 მაისს ჩაატარებს. Scorpions-ის შემდეგ კი Black Sea Arena-ს სცენას Jungle დაიკავებს.

Starring Georgia-ს კამპანია გასულ წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაიწყო. ადმინისტრაციის ინფორმაციით, კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა. 2-წლინი პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი გამოიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები