LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუნო მარსი: „საქართველო! შევხვდებით 1-ელ ოქტომბერს…“

418
bruno marsi

„საქართველო. შევხვდებით 1-ელ ოქტომბერს“, წერია ბრუნო მარსის ოფიციალურ გვერდზე „ფეისბუქზე“.

ასე აანონსებს მომღერალი თავის კონცერტს, რომელიც შემოდგომაზე საქართველოში გაიმართება.

ბანერზე, რომელიც მის „ფეისბუქზეა“ გამოქვეყნებული, ლოკაციაც არის მითითებული – ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა.

შეგახსენებთ, რომ ბილეთების გაყიდვა 20 ივნისიდან დაიწყება.

კონცერტის ორგანიზატორია ბლექ სი არენა.

1 ოქტომბერს საქართველო, თიბისისა და Visa-სთან პარტნიორობით, „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, ბრუნო მარსს უმასპინძლებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები