LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბლექ სი არენა“: „პირველი რეკორდიც დაიწერა! 2 საათში Scorpions-ის ყველა ბილეთი გაყიდულია…“

753
სკორპიონსი

„სკორპიონსის“ კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი ორ საათში გაიყიდა.

ამის შესახებ განცხადებას „ბლექ სი არენა“ აქვეყნებს:

„Starring Georgia 2024-ის პირველი რეკორდიც დაიწერა! 2 საათში Scorpions-ის ყველა ბილეთი გაყიდულია. ბენდი უკვე მეორედ, ჩვეული დიდებით ბრუნდება Black Sea Arena-ზე…

მადლობა ყველა მელომანს, ვინც დილიდან ელოდა რიგს! გვეამაყება, რომ ერთად ვქმნით საქართველოს ახალ მუსიკალურ ისტორიას…

საქართველო მთავარ როლში!..“

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ჯგუფი საქართველოს 31 მაისს ესტუმრება და კონცერტს „ბლექ სი არენაზე“ გამართავს. ეს საქართველოში მათი უკვე რიგით მეორე ვიზიტი იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები