LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ღირს და როდიდან დაიწყება „Imagine Dragons-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა

264
imagine-dragons

31 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, კამპანია „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, „Imagine Dragons-ს” უმასპინძლებს.
„Imagine Dragons” ამერიკული როკ-ბენდია, რომელიც ბოლო ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ მუსიკალურ პროექტად მიიჩნევა. მილიონობით გაყიდული ალბომის და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით, ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს.
„Mercury-ის“ ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოს ეწვევა, ნამდვილი „ვარსკვლავთცვენაა“, რადგან ტურნე მოიცავს ყველა იმ ჰიტს, რომლის დამსახურებითაც, „Imagine Dragons“ ნამდვილი „სუპერსტარების“ ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით.

„Imagine Dragons-ის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 100 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს. ბილეთების ყიდვას დღეს, 11 მაისის, 16:00 საათიდან შეძლებთ სხვადასხვა წყაროს საშუალებით:

  • TKT. ge – ზე ყველა კატეგორიის ბილეთის ყიდვას შეძლებთ. „Starring Georgia – ს“ მთავარი პარტნიორები „თიბისი“ და „ვიზა“ გახდნენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში, „თიბისის“ „ვიზა“ ბარათებით გადახდისას, განსაზღვრული კატეგორიის ბილეთებზე ფასდაკლება მოქმედებს.
  • „Black Sea Arena-ს“ ოფიციალურ ვებგვერდზე, BSA.ge -ზე მხოლოდ Star Ring – ის (იგივე Golden Ring) ბილეთების შეძენას შეძლებთ. BSA.ge-ზე არ მოქმედებს „თიბისი ბანკის“ ფასდაკლება.

კამპანია „Starring Georgia“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „The Killers”, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები