LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„FKJ-ის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა BSA.ge-ზე დაიწყო

1118
fkj

6 აგვისტოს „Black Sea Arena-ს“ Front Stage – კამპანია „Starring Georgia-ს“ ფარგლებში – ფრანგ მულტიინსტრუმენტალისტს, „FKJ-ის“ უმასპინძლებს.

ბრიტანული როკ-მუსიკის, ჯაზისა და ფიუჟენის გავლენით, Vincent Fenton-მა მუსიკის შექმნა ადრეულ ასაკში დაიწყო, თუმცა მისი წარმატების მთავარი გასაღები 2017 წელს გამოცემული კომპოზიცია „Tadow“ აღმოჩნდა, რომელიც მისი და „Masego-ს“ კოლაბორაციული ნამუშევარია. მუსიკის შესრულების ინდივიდუალური სტილისა და განსაკუთრებული ჟღერადობის წყალობით, „FKJ-სთვის“ მაშინვე გაიღო დიდი ფესტივალებისა თუ სახელოვნებო სივრცეების კარი.

2017 წელს მან  „Coachella-ზე“ დაუკრა, რასაც მოჰყვა თავის გამოჩენა მსოფლიოს სხვადასხვა ფორუმზე, მათ შორის: „Lollapalooza“, „Euphoria“ და სხვა. ნიუ-ჯაზის, ელექტრონული მუსიკისა და R&B-ის გემოვნებიანი შეზავებით, „FKJ-მ“ უკვე რამდენიმე სტუდიური ჩანაწერი გამოსცა. მათ შორის აღსანიშნავია 2022 წელს გამოსული ალბომი „Vincent“, რომლითაც არტისტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის თავისი თაობის უნიჭიერესი მუსიკოსია. იმავე წელს მან ლეგენდარულ Carlos Santana-თან ერთად კომპოზიცია „Greener“ შეასრულა. „FKJ“ საქართველოში პირველად დაუკრავს და ქართველ მსმენელსაც პირველად ექნება საშუალება, ცოცხლად მოისმინოს საყვარელი კომპოზიციები.

“Nile Rodgers & Chic-ის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა BSA.ge-ზე დაიწყო

ბილეთების ყიდვა უკვე შეგიძლიათ „Black Sea Arena-ს“ ოფიციალურ ვებგვერდზე – BSA.ge. ბილეთის ფასი 100 ლარია, თუმცა „Nile Rodgers & Chic-ის“ ღონისძიების ბილეთთან ერთად, ორივეს 150 ლარად შეიძენთ. 4 გრემის მფლობელი, ამერიკელი მუსიკოსი და პროდუსერი Nile Rodgers, ბენდთან ერთად Chic, „Black Sea Arena-ს“ Front Stage-ს „FKJ – ის“ კონცერტამდე ერთი დღით ადრე, 5 აგვისტოს დაიკავებს.

„Starring Georgia“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „Imagine Dragons“, „The Killers“, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus„ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

დაგეგმილი კონცერტების ბილეთები ეტაპობრივად, ვებგვერდზე – BSA.ge – გაიყიდება.

The Killers-ის კონცერტზე ბილეთის ფასები 100-500 ლარის ფარგლებში მერყეობს

Imagine Dragons მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 31 აგვისტოს იმღერებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g