5 აგვისტოს Black Sea Arena Front Stage – კამპანია „Starring Georgia-ს“ ფარგლებში ამერიკელ მუსიკოსსა და პროდიუსერს Nile Rodgers – ს და მის ბენდს Chic – ს უმასპინძლებს.
4 გრემის მფლობელი Nile Rodgers დისკო მოძრაობის პიონერი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მუსიკალური პროდიუსერია, რომელმაც პოპ-მუსიკის ტრაექტორია სამუდამოდ შეცვალა. 70-იან წლებში დაფუძნებულ ბენდ Chic-თან ერთად მან ისეთი საკულტო კომპოზიციები შექმნა, როგორებიცაა Le Freak, I Want Your Love, Good Times და სხვა, რომელთაც ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარეს დისკო კულტურის აღორძინებას.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ნაილ როჯერსის, როგორც პროდიუსერის და მენტორის მოღვაწეობა, რისი შედეგიცაა Diana Ross-ის Upside Down, David Bowie-ის Let’s Dance, Madonna-ს Like a Virgin და Daft Punk-ის Get Lucky. ეს სია უსასრულოდ გრძელდება და სხვადასხვა დეკადას თუ კონტინენტს კვეთს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ამერიკელი მუსიკოსის უნარს შექმნას ყველა თაობისთვის ღირებული მუსიკა.
„FKJ-ის“ კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა BSA.ge-ზე დაიწყო
ბილეთების ყიდვა უკვე შეგიძლიათ „Black Sea Arena-ს“ ოფიციალურ ვებგვერდზე – BSA.ge. ბილეთის ფასი 100 ლარია, თუმცა „FKJ-ის“ ღონისძიების ბილეთთან ერთად, ორივეს 150 ლარად შეიძენთ. ფრანგი მულტიინსტრუმენტალისტი FKJ, „Black Sea Arena-ს“ Front Stage-ს „Nile Rodgers & Chic – ის“ კონცერტის მეორე დღეს 6 აგვისტოს დაიკავებს.
„Starring Georgia“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic, FKJ, Damian Lazarus და All Day I Dream. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.
დაგეგმილი კონცერტების ბილეთები ეტაპობრივად, ვებგვერდზე – BSA.ge – გაიყიდება.
The Killers-ის კონცერტზე ბილეთის ფასები 100-500 ლარის ფარგლებში მერყეობს
Imagine Dragons მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 31 აგვისტოს იმღერებს