LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 დაღუპული და 3 დაშავებული – რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა

128
კიევი

უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა კიევს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ, 4 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსეთის იერიშის შედეგად, საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები, მათ შორის მეტროსადგურ „ლუკიანოვსკაიას“ შესასვლელი დაზიანდა.

magti 5g