LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 დეკემბერს, შესაძლოა ითოვოს

118

4 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი.”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, რომ საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს იწვიმებს. მთაში მოსალოდნელია თოვა. ამაღამ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი შეწყდება. ხვალ დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვლავ ნალექია მოსალოდნელი. დაბლობსა და ბარში წვიმის სახით, ხოლო მთასა და მაღალმთაში ითოვებს.

3-4 დეკემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. 4 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლჭყაპი ან თოვა.

აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში ქარი გაძლიერდება. მაღალმთაში კი 1-4 დეკემბრის ჩათვლით პერიოდულად მოსალოდნელია ქარბუქი და თოვლი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში და აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღის საშუალო ტემპერატურა ხვალ 7-12 გრადუსი იქნება, 3 დეკემბერს კი – 3-8 გრადუსი; 4 დეკემბერს – 2-7 გრადუსი. 3 დეკემბერს ღამით აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით -2+3 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 2 და 3 დეკემბერს იწვიმებს. აღნიშნულ პერიოდში ღამით 3 გრადუსი, დღისით კი 6 გრადუსი იქნება. 4 დეკემბერს თბილისში უმეტესოდ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით ტემპერატურა -1 დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი. 2-4 დეკემბერს იქროლებს ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე წამში 17-22 მეტრი იქნება.
4 დეკემბერს თბილისში შესაძლოა მცირე თოვლჭყაპი იყოს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთაში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, ხვალ დღისით -5; 0 გრადუსი დაფიქსირდება, 3 დეკემბერს -8 გრადუსი. 4 დეკემბერს დღისით -10; ღამით კი შესაძლოა -18 გრადუსი იყოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g