LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 ძრავი და ეკრანი ჭერზე – ახალი Lexus ზედმეტად მაგარი გამოვიდა

91
lexus-news-electro23234343

ტოკიოს ავტოსალონის ფარგლებში კონცეპტის Lexus LF-30 Electrified-ის პრემიერა შედგა. 5 მეტრის სიგრძის უპილოტო ელექტროქარი უჩვეულო ფორმისაა, მან ფრთების მსგავსი კარები და 544 ძალის აგრეგატი მიიღო. მოდელს ერთი დამუხტვით 500 კილომეტრის გავლა შეუძლია.

მომავლის ავტომობილის სიგრძე 5090 მილიმეტრია და მას მხოლოდ 2 ზემოთ მიმართული კარი აქვს. ავტომობილს 4 ძრავი დაუმონტაჟეს და მათი საერთო სიძლიერე 544 ცხენის ძალაა.

რაც შეეხება დინამიკას 0-დან 100 კილომეტრს ელექტროქარი 3,8 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ია.

ავტომობილის სალონი ისევე უჩვეულოდაა გაფორმებული, როგორც მისი ექსტერიერი. კონცეპტს აქვს პანორამული სახურავი, რომელიც სურვილის შემთხვევაში სენსორულ ეკრანად გადაიქცევა და სალონის უკანა ნაწილში მყოფ მგზავრებს მასზე სასურველი გამოსახულების გამოჩენა შეუძლიათ. ეკრანები მძღოლისა და წინ მჯდომი მგზავრის წინაცაა განთავსებული და მათი თუ  ავტომობილის სხვა ფუნქციების მართვა ხმისა და ჟესტების ენითაა შესაძლებელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g