Air Malta-მ თბილისის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 4 ივლისიდან, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია „Air Malta“ იწყებს. რეგულარული რეისები კუნძულ მალტადან თბილისის მიმართულებით 18 სექტემბრამდე, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. ფრენები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.