“თბილისი პრაიდის” კონტრაქციის ორგანიზატორებმა საკუთარ გეგმებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
გურამ ფალავანდიშვილმა შეკრება 30 ივნისს დააანონსა.
ცნობისთვის, 1-ელიდან 5 ივლისის ჩათვლით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის გამართვა იგეგმება.
პარალელურად ანონსდება „ღირსების მარშის” გამართვა. „ღირსების მარშის” სლოგანი „გამოდი სოლიდარობისთვის” იქნება.
“ჩვენ, 1-დან 5 ივლისამდე, თუ რამე აქტივობა ექნებათ მათ, კლუბში იქნება, დახურულ, თუ ღია სივრცეში, ყველგან მივალთ რათა მას ხელი შევუშალოთ. 4 ივლისს, 7 საათიდან მეტრო რუსთაველთან დავცემთ კარვებს, ჰუმანური მეთოდებით წავართმევთ პლაკატებს და ხელკავით გავიყვანთ მოედნიდან, არა რტყმევით, არა კომბლით, არა ტაბურეტით, არამედ ხელკავით წავართმევთ პლაკატებს,”- განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.