კვირას, 4 სექტემბერს, რუსთავის ავტოდრომზე სპორტული ავტომობილები საზაფხულო არდადეგებიდან ბრუნდებიან. არ გამოტოვო წრიული რბოლის მეოთხე ეტაპი, დაძაბული შეჯიბრი საქართველოს ჩემპიონობისთვის. დასაწყისი 14:00 საათზე, დასწრება უფასოა.
შეგახსენებთ, რომ პირველი მეორე და მესამე ეტაპი საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის უკვე გაიმართა. მრბოლელები სამ სხვადასხვა კლასში – ფორმულა ალფა, ლეჯენდსი და ძარიანი ავტომობილები (ბმვ კომპაქტი და ჰონდა სივიკი) ებრძოდნენ ერთმანეთს. ერთიანობაში რბოლაში ორმოცდაათამდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და მათგან ყველაზე სწრაფებმა წინა ტურები უკვე დაძლიეს. არ გამოტოვოთ წრიული რბოლის მე-4 ეტაპი.