LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთელი კომპლექსი ავტომოყვარულებისთვის: მინიატურული ქალაქი, სადაც პატარებიც შეძლებენ მართვის სწავლას – როდის და ვისთვის იხსნება ახალი ავტოდრომი

91
177829159_2803859266532776_5082923669923436502_n

თბილისთან ახლოს ახალი ავტოდრომი იხსნება. ავტომრბოლელი და იდეის ავტორი მევლუდ მელაძე “ავტორადიოს” დილის სტუმარი იყო და საინტერესო კონცეფციაზე ისაუბრა.

ბატონო მევლუდ, სად იხსნება და ვისთვის იხსნება ახალი ავტოდრომი?

დავიწყოთ იმით, რომ ეს არ არის მხოლოდ ავტოდრომი, ეს არის მთელი კომპლექსი ავტომოყვარულებისთვის. შენდება მინიატურული ქალაქი, სადაც სულ პატარებსაც შეეძლებათ, რომ ავტომობილის მართვა ისწავლონ, შესაძლებელი იქნება ასევე ჩვეულებრივი ავტომობილების მართვა და ექსტრემალური მართვა.

ანუ შესაძლებელი იქნება, რომ სრულიად „უცოდინარი“ ადამიანი მოვიდეს და ავტომობილის მართვა ისწავლოს?

კომპლექსის პირველი ნაწილი, რომელიც უკვე გაკეთდა, არის დახურულ ტერიტორიაზე განთავსებული სარბოლი ნაწილი, სადაც აბსოლუტურად ნებისმიერ მსურველს შეეძლება მოვიდეს და ბოლომდე დაიხარჯოს. მეორე ნაწილი კი იქნება ქალაქის სიმულაცია, თავისი შუქნიშნებით და საგზაო ნიშნებით, სადაც მართვის მოწმობის აღებამდე მეცადინეობა იქნება შესაძლებელი.

როდიდან ამუშავდება ახალი ავტოდრომი?

კომპლექსის სპორტული ნაწილი უკვე გახსნილია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და საკუთარი თავი თუ ავტომობილი გამოსცადოს. ხოლო დანარჩენი 4 ნაწილი რიგითობის მიხედვით ეტაპობრივად გაიხსნება.

იქნება თუ არა ადგილზე ხელმისაწვდომი ავტომობილები მისული ადამიანებისთვის?

კომპლექსს ასეთი კონცეფცია აქვს, რომ ყველა თავისი ავტომობილით დადის და მხოლოდ სკოლა იყენებს ავტომობილებს.

იქნება თუ არა ეს ავტოდრომი რუსთავის ავტოდრომის კონკურენტი?

გარკვეულწილად, კი. რა თქმა უნდა, კონკურენცია იქნება, რაც მომხმარებლისთვის ძალიან კარგია, რადგან ფასები დარეგულირდება. თუმცა, რუსთავის ავტოდრომს მაინც სხვა მიმართულება აქვს – პროფესიული რბოლებისთვისაა განკუთვნილი. აქ კი სამოყვარულოს პლუს რამდენიმე პროფესიული სახეობა იქნება ხელმისაწვდომი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები