LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 თვეში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურებმა 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მოუტანეს

91
bezopasno-li-sejchas-priezzhat-v-tbilisi-turistam-iz-rossii

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა 4 თვეში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისივე თქმით, მთავარი მიზანია საერთაშორისო მოგზაურების კუთხით ტურისტების წილი რაც შეიძლება მაღალი იყოს, რაც მიღებულ შემოსავლებზე ავტომატურად აისახება.

„იანვარი-აპრილის თვის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით, შემოსავლების აღდგენამ 70%-ს მიაღწია. აპრილში ჩვენ იმდენად პოზიტიური შედეგი გვაქვს, რომ ეს გარანტიას გვაძლევს, რომ ამ მონაცემებს წლის ბოლომდე არათუ შევინარჩუნებთ, არამედ კიდევ უფრო გავზრდით“, – აცხადებს მედეა ჯანიაშვილი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 4 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.9% აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-აპრილის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები 478 886 422 (+463.1%) აშშ დოლარით არის გაზრდილი.

რაც შეეხება 2022 წლის აპრილის თვეს – ერთ თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 188 588 938 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 70.6% აღდგენაა. 2021 წლის აპრილის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები 138 729 246 (+278.2%) აშშ დოლარით არის გაზრდილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები