21 დაღუპული და ათასობით დაზარალებული მოქალაქე – ეს 13 ივნისის ტრაგედიის შედეგებია.
სტიქიამ საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები გაანადგურა.
ძლიერი წვიმის შედეგად, მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.
სტიქიას ემსხვერპლა ზოოპარკის ბინადართა ნაწილი. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა, ახალდაბა – წყნეთის გზის მონაკვეთი.