LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„4 წელია და მე-8 ნიკოლოზობა დადგება, გეძებ ყველგან, მაგრამ ბოლოს აღმოვაჩენ რომ გულის გულში ფეთქავს შენი ვერგაჩერებული გული“ – იზა ომაძე

2922
ნიკო კვარაცხელია

ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ყველას დამდეგ ნიკოლოზობის დღესასწაულს ულოცავს და შვილის ვიდეოს აზიარებს.

„4 წელია და მე -8 ნიკოლოზობა დადგება, გეძებ ყველგან, მაგრამ ბოლოს აღმოვაჩენ რომ გულის გულში ფეთქავს შენი ვერგაჩერებული გული!!!

ვერ ვეგუებით ვერც ამ დროებას და ვერც უშენობას!!!!

ამ უსულგულო და უგულღვიძლო ადამიანებს ვერ გავაგებინე, ვერც შვილის სიყვარული და ვერც სამართლიანობის განცდა გავუჩინე, ღმერთმა და წმინდა ნიკოლოზმა კი იციან ჩვენი სურვილები!!!

და მათი მოწყალების იმედი მაქვს!!!

ზღვა კი ღელავს, მაგრამ მე მაინც მჯერავს რომ ჩვენ ამ ზღვას გადავცურავთ შვილო, ღვთის შეწევნით!!!

ალბათ იქაც ღელავს ზღვა, და შენ

იქაც ზღვის ტალღებს აკვირდები!!! მოვალთ შენამდე🤍🤍🤍

ნიკოლოზობას გილოცავთ ნიკო“, – წერს იზა ომაძე სოციალურ ქსელში.

იზა ომიაძე: „ვუყურებდი ორ უსულო ახალგაზრდას, რომლებმაც თავადაც არ იცოდნენ რა? რისთვის? და რატომ ჩაიდინეს… ნიკო კვარაცხელია ამ სისტემის მსხვერპლია! სხვასაც ნუ დაუხოცავთ შვილებს!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g